რეპროდუქციული მედიცინის საერთაშორისო კლინიკა
IVF Georgia არის Ovogene-ის საერთაშორისო სამედიცინო ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც აერთიანებს კლინიკებს, ემბრიოლოგიურ ლაბორატორიებს, დონორულ პროგრამებსა და რეპროდუქციული მედიცინის სფეროს ექსპერტებს. ერთიანი კლინიკური სტანდარტები, ხარისხის უწყვეტი კონტროლი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება საშუალებას გვაძლევს, თითოეულ პაციენტს შევთავაზოთ მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურება.

ჩვენი შედეგები თავად მეტყველებს ჩვენს პროფესიონალიზმზე
კლინიკური ორსულობის საერთო მაჩვენებელი
კლინიკური ორსულობის მაჩვენებელი 30 წლამდე ასაკის პაციენტებში
განაყოფიერების მაჩვენებელი
დასრულებული ციკლების მაჩვენებელი
სტაბილურად მაღალი შედეგები მიიღწევა მკაცრად დაცული კლინიკური პროტოკოლების, კონტროლირებადი ლაბორატორიული პირობებისა და დონორების შერჩევის საკუთარი პროგრამის საფუძველზე.
- ESHRE-ის პროტოკოლები
- ASRM-ის სტანდარტები
- UltraFast Warming
- საკუთარი დონორული პროგრამა
- Fertility Care Awards 2026
რატომ გვენდობიან პაციენტები
ხუთი საყრდენი მკურნალობის ყოველი გეგმის უკან — ლაბორატორია, აღიარება, სტანდარტები, ტექნოლოგიები და საკუთარი დონორული პროგრამა.
მსოფლიო დონის ლაბორატორია
ლაბორატორიულ პროცესებს ხელმძღვანელობს ბიროლ აიდინი — Ovogene-ის სამეცნიერო დირექტორი და საერთაშორისო პრემიის Best Fertility Embryologist 2025 და 2026 წლების ლაურეატი.
საერთაშორისო აღიარება
Ovogene მოხვდა Fertility Care Awards 2026-ის საუკეთესო სერვისების მოკლე სიაში, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში.
საერთაშორისო სტანდარტები
ექიმები და ემბრიოლოგები რეგულარულად გადიან ტრენინგებს და მონაწილეობენ პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში, ESHRE-სა და ASRM-ის რეკომენდაციების შესაბამისად, რაც მათ საშუალებას აძლევს, კლინიკურ პრაქტიკაში დანერგონ მკურნალობის თანამედროვე საერთაშორისო პროტოკოლები.
მოწინავე ტექნოლოგიები
IVF Georgia არის ერთადერთი კლინიკა საქართველოში, რომელიც იყენებს UltraFast Warming ტექნოლოგიას. ეს არის ოოციტებისა და ემბრიონების ულტრასწრაფი გათბობის თანამედროვე მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს კრიოკონსერვაციის შემდეგ მათი სიცოცხლისუნარიანობის მაქსიმალურად შენარჩუნებას.
საკუთარი დონორული პროგრამა
დონორების შერჩევიდან ოოციტების მიღებასა და შენახვამდე ყველა ეტაპი ერთიანი ხარისხის სტანდარტების დაცვით და უწყვეტი კონტროლის პირობებში ხორციელდება.
რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
სამი მიმართულება — თითოეულს საკუთარი სპეციალისტები და პაციენტის საკუთარი გზა აქვს.

რეპროდუქტოლოგია
IVF, დონორის პროგრამები, კვერცხუჯრედების გაყინვა, სუროგაცია და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სრული სპექტრი.
იხილეთ მიმართულებები →
გინეკოლოგია
კონსულტაციები, გამოკვლევები, პროფილაქტიკური შემოწმებები, სკრინინგი და დიაგნოსტიკა ქალის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად ცხოვრების ყველა ეტაპზე.
იხილეთ მიმართულებები →
ესთეტიკური გინეკოლოგია
რეგენერაციული და ესთეტიკური პროცედურები ქალის ინტიმური ჯანმრთელობისთვის.
იხილეთ მიმართულებები →
რატომ ირჩევენ პაციენტები მთელი მსოფლიოდან საქართველოს?
სტრატეგიული მდებარეობა — ევროპისა და აზიის ქვეყნების გზაჯვარედინზე მდებარეობის გამო, საქართველოში ჩამოსვლა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მარტივად და მოსახერხებლად არის შესაძლებელი.
დონორების მრავალფეროვნება — ფენოტიპების მრავალფეროვანი არჩევანი, თურქეთიდან, აზიიდან, აფრიკიდან, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შერჩეული დონორების წყალობით.
გამჭვირვალე საკანონმდებლო გარემო — კვერცხუჯრედისა და სპერმის დონაცია, ასევე სუროგაცია, საქართველოში ნებადართულია.
მაღალი სამედიცინო სტანდარტები — კლინიკა მუშაობს ევროკავშირის დონის კლინიკური პროტოკოლების შესაბამისად და ხარისხის რეგულარულ აუდიტს Ovogene-ის ხელმძღვანელობა ახორციელებს.
ინდივიდუალური მიდგომა — სამედიცინო სიზუსტე და პროფესიონალიზმი პაციენტის კომფორტზე ზრუნვასთან ერთად, მკურნალობის თითოეულ ეტაპზე.
სხვა ქვეყნიდან ჩამოდიხართ სამკურნალოდ?
ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი ვიზიტის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, მათ შორის ვიზის მიღებაში დახმარებაზე, ტრანსფერის ორგანიზებასა და დონორის პროგრამებისა და სუროგაციის სამართლებრივ მხარდაჭერაზე.
ეჭვი გეპარებათ დასმულ დიაგნოზში ან მკურნალობის პროტოკოლში?
მიიღეთ IVF Georgia by Ovogene-ის რეპროდუქტოლოგის პროფესიული მეორე მოსაზრება, თქვენი კვლევების შედეგებისა და მკურნალობის ისტორიის საფუძველზე.
დაგვიკავშირდით
WhatsApp-ის ან ელფოსტის საშუალებით.
გამოგვიგზავნეთ დოკუმენტები
თქვენი ანალიზები, პროტოკოლი ან სამედიცინო ამონაწერი.
სპეციალისტის შეფასება
ჩვენი რეპროდუქტოლოგი შეისწავლის დოკუმენტაციას.
კონსულტაცია
კონსულტაციის ფარგლებში მიიღებთ დეტალურ ანალიზსა და რეკომენდაციებს.
მზად ხართ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად?
ჩვენი კოორდინატორი გიპასუხებთ ყველა კითხვაზე და დაგეხმარებათ შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვაში.
- პასუხი ერთი სამუშაო დღის განმავლობაში
- მხარდაჭერა ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე
- პირადი კოორდინატორი მთელი პროცესის განმავლობაში
+995 322 121 171 · +995 511-524-980 (WhatsApp)
[email protected] · ორშ–პარ 09:00–18:00 · შაბ 10:00–13:00